მომდევნო სამ წელში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს სპორტული კომპლექსი ექნება.
სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 3-დან 5 წლის პერიოდში ქვეყნის რეგიონებში სპორტული ინფრასტრქტურა მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს.
მთავრობა სპორტული კომპლექსების გარდა, სტადიონებისა და მინის სტადიონების რეაბილიტაცია-განახლებას სრულად გეგმავს.
რუსთავი, როგორც სპორტის სხვადსხვა სახეობაში წარმატებული ქალაქი, რეგიონში ის მუნიციპალიტეტია, სადაც სპორტი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.