საქართველოში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ქვემო ქართლს 5 შემთხვევა უკავშირდება.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 161 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა სამი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 287 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 617, „პისიარ“ ტესტით – 1 670.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 0,99%, ბოლო 14 დღის – 0,99%, ბოლო 7 დღის – 0,85%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 655 170 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 637 198 გამოჯანმრთელდა, 16 810 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 882 520 აცრა, დღიურად აცრილია 425.

ამასთან, 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 237 პაციენტი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი.