საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა რუსთავსა და გარდაბანში.

მიწისძვრა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის  ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“დღეს, თბილისის დროით 23:53 საათზე, დმანისთან, სოფელ ირგანჩაისთან მოხდა 5.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.” – წერია ცენტრის განცხადებაში.