სახლში გაჩენილ ხანძარს ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარს ლაგოდეხში ასაკოვანი ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სახლში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა. გარდაცვლილი 70 წლის ქალია.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და პოლიცია.