გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა.
შესრულებული სამუშაოები ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ციბაძემ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.
სოფელ კუმისის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, განახორციელა. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 2,8 მილიონი ლარით დაფინანსდა.