გარდაბნის მუნივიპალიტეტის სოფელ ნაზარლოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სოფელში ადგილობრივი მძღოლები არიან შეკრებილები, რომლებსაც პროფკავშორების წარმომადგენლები ხვდებიან.
როგორც მძღოლები აცხადებენ, ისინი თბილისის მიმართულებით მოძრაობენ და გზად რამდენიმე სოფლის მოსახლეობას ემსახურებიან. მათი თქმით, ამავე ხაზზე მუშაობას აპირებს სხვა ალტერნატიული კომპანია, რომელიც მათ დასაქმებას სთავაზობს.
მათივე თქმით, ამავე მარშრუტზე ალტერნატიული ტრანსპორტის გაჩენა, მათ მუშაობას ხელს შეუშლის და ეკონომიკირად დააზარალებს.









