საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლას ეწვია.
პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ნახიდურის სკოლის მეოთხე კლასის ქართული ენის გაქვეთილის პროცესს დაესწრო.
ნახიდურის სკოლაში პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის პედაგოგებებთან შეხვედრა გამართეს, სადად სახელმწიფო ენის ფლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზეც, რომელთა გადადგმასაც საქართველოს პარლამენტი ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით გეგმავს.