ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორიჯას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, 1 ივნისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ნიკოლაძის, დავით გარეჯის, რუსთაველის, სარაჯიშვილის, კონსტიტუციის, არაყიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, გეურარხი, ახლო ლალო, სადახლო და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ახალი სამგორი, ლემშვენიერა და მიმდებარე სოფლებში.