რუსთავში, ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსში ჯიუ-ჯიცუში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა სხვადსხვა ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენებმა მიიღეს.
ჩემპიონტაში ასევე მონაწილეობდნენ ჯიუ-ჯიცუს ფედერაციაში გაწევრიანებული ოფიციალური კლუბის წევრები. გამოვლინდნენ საპრიზო ადგილის მფლობელები, რომლებსაც მედლები და სიგელები გადაეცათ.
შეჯიბრი მიზნად ისახავს ჯიუ-ჯიცუს, როგორც საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციას და საქართველოს ნაკრები გუნდის ჩამოყალიბებას.