გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1-ლიდან 30 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 188 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
დეპარტამენტის ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 8 ფაქტი გამოვლინდა ქვემო ქართლის რეგიონში. რაც შეეხება სხვა რეგიონებს:
ყველაზე მეტი – 40 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, 39 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 31 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში – 24, აჭარაში – 17, შიდა ქართლში – 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 10, გურიაში – 2, მცხეთა-მთიანეთში კი, 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 211 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.