დღეიდან 3 მაისამდე აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
2 მაისს დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.