“ვითხოვთ, რომ ქალაქის ურბანული დასახლებები დაემსგავსოს ევროპულ ქალაქებს და იყოს 50 კმ/სთ-იანი ზონები”

“ევროპის ქვეყნებში არ არსებობს არცერთი ქვეყანა, სადაც დასახლებულ პუნქტში 60კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება დაშვებული იყოს,  ჩვენთან, როგორც საქართველოშია, შესაბამისად, უსაფრთხო სიჩქარის ლიმიტი შეიძლება იწოდებოდეს 50კმ/სთ.  გვაქვს ჩვენ 15 კმ/სთ-იანი ზრდა, თუ არის 60 კმ/სთ დაშვებული ქალაქის პირობებში, პლიუს 15 გამოდის 75კმ/სთ რაც ძალიან მაღალია. ვითხოვთ, რომ ქალაქის ურბანული დასახლებები დაემსგავსოს ევროპულ ქალაქებს და იყოს მაქსიმუმ 50 კმ/სთ-იანი ზონები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეცვალოს მიდგომა  ამ 15 კმ/სთ-იან დამატებასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ევრპული ქვეყანა იყენებს მიდგომას, როცა ხდება მხოლოდ 10კმ/სთ-იანი ზრდაა. ანუ თუ 50კმ/სთ-ია დაშვებული, შესაბამისად 5-ით შეუძლია გადაჭარბება. 10%-იანი არის მიღებული პრაქტიკა ევროპული, რისი დანერგვაც არის აუციელებლი. “-  ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ირაკლი იზორიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა აღნიშნა, გაეროს გლობალური კვირეულის, რომელიც 120 ქვეყანაში აღინიშნება, მთავარი გზანილია სიჩქარის ლიმიტების შემცირება გზებზე და სიჩქარის მართვა.

იზორიას განცხადებით,  ერთ-ერთი მთავარი გზავნილი კვირეულის სასკოლო ზონებია.

“კვირეულის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი არის უსაფრთხო სასკოლო ზონები. გლობალურად  უკვე დაიწყო კამპანია სასკოლო ზონების მიმართულებით.  ეს გულისხმობს, რომ მაქსიმალური  სიჩქარე სასკოლო ზონებთან იყოს 30 კმ/სთ.  ეს არის მიღებული პრაქტიკა, ამიტომ ჩვენც მოვუწოდებთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს რომ 30კმ/სთ- იანი ზონები შეიქმნას.  საქართველოში დაახლოებით 50-მდე სასკოლო ზონა მოეწყო და იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ამას გულთან ახლოს მიიტანენ , რადგან ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს ეხება საქმე და სასკოლო ზონების 30 კმ-იან მარჟებს დააწესებენ, მთლიანი საქართველოს მასშტაბით.”- განაცხადა ირაკლი იზორიამ.