12 და 13 მაისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით? ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალ, 12 მაისს ელექტროენერგია შეეზღუდება:

10:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში დავით გარეჯის, მშვიდობის, ჯავახიშვილის, სააკაძის, გაგარინის, მაზნიაშვილის, ქაშაკაშვილის, ტურგენევის, მშენებელთა ქუჩებზე.

11:00-დან 18:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლეჟბადინი, კაპანახჩი, ქურთლიარი, ქირაჩმუღანლო, წითელი ხიდი, მეორე ქესალო.

ასვეე, 13 მაისს 11:00-დან 18:00 საათამდე – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაბა თამარისში, სოფლებში მუღანლო, ქოლაგირი, ცურტავი, ფარიზი, ნახიდური, ყიზილაჯლო, ტალავერი, კაზრეთი.

11:00-დან 19:00 საათამდე – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, ტყისპირი. 11:00-დან 12:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე – სოფლებს ამამლო, მამიშლო, საფარლო, ზემო ოროზმანი, ბაზაქლო, ქვემო ოროზმანი, პანტიანი, გუგუთი, დალარი, ვაკე, კამიშლო, ლოქჭანდარი, მთისძირი, ანგრევანი, საკირე, ლოქჯანდარი, გორა.

17:00-დან 18:30 საათამდე – გარდაბის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, გამარჯვება.

12:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში არხოტი, ნაპილნარი, პატარა ნამტვრიანი, შეხვეტილა, ჯვრისხევი, მანგლისი, კოდის წყარო, ზემო ჭინჭრიანი.

11:30-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს ქ. წალკაში აიდინოვის, 25 მარტის, კალაიჩევის, თამარ მეფის, კოსტავას, ჭელიძის, ათენის, იოანიდის, ჭავჭავაძის, რუსთაველის, დადიანის, ხრამჰესის და მიმდებარე ქუჩებზე.
10:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში აზიზკენდი, თაზაქენდი, ალგეთი, გაჯისაქენდ, ლეჟბადინი.

10:00-დან 13:00 საათამდე – სოფლებში დაშთაფა, წითელი სოფელი, შულავერი, ყულარი, იმირი, ზემო ყულარი.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.