13 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს – დაფიქსირდა თუ არა დარღვევები ქვემო ქართლში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1-ელი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, 13 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

არარეგისტრირებული სახერხი საამქროები მოქალაქეებს იმერეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში, საკარმიდამო ეზოებში ან სპეციალურად მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული. დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, ქვემო ქართლში კანონდარღვევა არ დაფიქსირებულა.

უწყების ინფორმაციის თანახმად, მოქალაქეებს საამქროებში ძირითადად წამბლის და თხმელის (მურყანი) სახეობის ხე-ტყე ჰქონდათ განთავსებული. ასევე, საცხოვრებელი სახლის ეზოში მოწყობილ საამქროში, მარტვილში განთავსებული იყო  4  თხმელის (მურყანი) სახეობისა და 1  აკაციის სახეობის მორი. უკანონო სახერხი საამქროა გამოვლენილი დედაქალაქშიც, გლდანის რაიონში.