„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 და 16 მაისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქვემო ქართლის რეგიონში, კომპანიის ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
მათივე ცნობით, 14 მაისს 09:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლეჟბადინი, კაპანახჩი, ქურთლიარი, ქირაჩმუღანლო, წითელი ხიდი, მეორე ქესალო.
16 მაისს 10:00-დან 12:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში იმირი, იმირჯალა, შულავერი, ყულარი, ზემო ყულარი.
11:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს დმანისში 26 მაისის, გორგასლის, ჭუბერის, სააკაძის, აღმაშენებლის, ხერხეულიძის, ვაჟა ფშაველას, წმ.ნინოს, ყაზბეგის, 300 არაგველის, ხერგიანის, ქეთევან დედოფლის, მესტიის, თამარ მეფის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.