19 მაისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ხვალ გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მაისს 09:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ქეშალო, ლეჟბადინი, სადახლო, შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო და მიმდებარე სოფლებში;
09:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ვარკეთილის მეურნეობა, კალინინო, თაზაქენდი, ქესალო და მიმდებარე სოფლებში; 09:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, ვაზიანი, თელეთი, მუხროვანი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დაბა კაზრეთში, ბალიჭში, დარბაზსა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონში მანგლისში თამარის, კლდიაშვილის, აღმაშენებლის, ლესელიძის, თავდადებულის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ზემო და ქვემო კარაბულახი, უსეინქენდი, მამიშლარი, გოდაგდაგი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის, ახმეტელის, ვახუშტის, ნოზაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.