„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 20 მაისს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში სამედ ვურგუნის, ახუნდოვის, ნარიმანოვის, ომარ ხაიამის, უარაღს, მაისურაძის და მიმდებარე ქუჩებზე;
10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში საბირქენდი, ალგეთი, აზიზკენდი, ოფრეთი, დამია-გეურარხი და მიმდებარე სოფლებში;
10:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში აკაურთა, რატევანი, ზვარეთი, ქვეში და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, განთიადი, დიდი დმანისი, ჯავახი, ოროზმანი და მიმდებარე სოფლებში;
12:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მაიაკოვსკის, ოსტროვსკის, ბათუმის, ქაშაკაშვილის, სარაჯიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
14:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში განთიადი, სამება, ტბეთი, დარაკოვი, წინწყარო და მიმდებარე სოფლებში;
15:30-დან 17:30 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფლებში აღმაშენებლის, ოქტომბრის, რუბეროიდის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.