„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ხვალ, 24 მაისს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 24 მაისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, ჯორჯიაშვილი, ბოგვი, წინწყარო, ბორბალო და მიმდებარე სოფლებში;
10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მოდებაძის, სტამბოლის ბაზრის, კოსტავას, რუსთაველის, 9 მაისის, აღმაშენებლის, მე-16, მე-17, ე-12, მე-11, მე-7 მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებზე;
11:30-დან 11:35 საათამდე და 18:25-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ქესალო, ვახტანგისი, ვარკეთილის მეურნეობა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი, მარტყოფი, ახალი სამგორი, ვაზიანი და მიმდებარე სოფლებში;
16:00-დან 18:00 საათამდე ბოლნისის რაიონის სოფლებში დისველი, დაღეთი და მიმდებარე სოფლებში;
16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ახალწყალი, თელეთი, წალასყური, მუხრან-თელეთი, კუმისი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.