25 მაისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 მაისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს

კომპანიის ცნობით, 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტსა და გარდაბნის რაიონის სოფლებში დიდი ლილო, პატარა ლილო, ვარკეთილის მეურნეობა, კრწანისი, სართიჭალა, ქვიშიანი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ხოჯორნი, ახკერპი, წერაქვი, ჩანახჩი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, თაზაქენდი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.