26 მაისთან დაკავშირებით, კოსტავას გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 25 მაისის 16:00 საათიდან 26 მაისის 24:00 საათამდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას გამზირის N10 – დან და ფიროსმანის ქუჩის N5 – დან კოსტავას გამზირის N18 მდე. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.