27 მაისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს.

მათივე ცნობით, 27 მაისს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, იაღუფლო, შახმარლო, ქარიანი, სოგუთლო, იაკუბლო.

11:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს წალკაში მექანიკურის, გ.ცაბაძის, წერეთელის ქუჩებზე, სოფლებში განთიადი, სამება, ტბეთი, დარაკოვი, გუნიაკალა, ხადიკი, წინწყარო, სანთა, თიაქ-ქილისა.

11:00-დან 19:30 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთი, წყლულეთი, პანტიანი, წვერი, კვესეთი, დიდგორი, ახალი ზირბითი, დრე, მოხისი, ღოლოვანი, ელფია, ღვევი, პირველი შამთა, ვანათი, ზემო წყლულეთი, ზირბითი, მანგლისი, დიდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.