„ენერგო-პრო ჯორჯიას” გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 28 მაისს 15:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში ნარიმანოვის, ახუნდოვის, რუსთაველის, ერეკლე მეორეს, ბერიტაშვილის, ბორჩალინის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.