„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს.
მათივე ცნობით, 3 მაისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში მე-11, მე-12, მე-16, მე-17, მე-18, მე-19 მიკრორაინებში, შევჩენკოს, კლდიაშვილის, 9 ძმა ხერხეულიძის, მარჯანიშვილის, ტაბიძის, ტურგენევის, სანაპიროს, დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე.
13:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს კოსტავას, სპორტის, მშენებელთა, 1 მაისის, ნიკოლაძის, ბოსტანქალაქის, ფიროსმანის, დუმბაძის, რუსთაველის, ლევან იოსებიძის ქუჩებზე.
16:00-დან 20:00 საათამდე – აბონენტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, მზიანეთი, თბილწყარო, გამარჯვება და მიმდებარე ტერიტორიაზე.
11:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ასურეთი, ჯორჯიაშვილი, ფარცხისი, ამლივი, ენაგეთი, საღრაშენი, ჩხიკვთა, ტბისი, ბოგვი, არდისუბანი, შავსაყდარი, მაწევანი, აბრამეთი, ორბეთი, წინწყარო, კოდა, დაღეთი, ბორბალო, ღოუბანი. 12:15-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში აბელიანი, აბრამეთი, ხოპისი, ქსოვრეთი, ვაკე, გუდარეხი, ჯორჯიაშვილი, მადანი, თეთრიწყაროში აღმაშენებლის, ტაბიძის, თევდორე მღვდლის, გრიბოედოვის, კეცხოველის, ლომონოსოვის, სულხან საბას, ორბელიანის ქუჩებზე.
13:30-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვ. ბოლნისი, ბოლნისი, ხატისოფელი, ზემო ბოლნისი, ვანათი, ფოლადაური, სამწვერისი, ხიდისყური, სამტრედო, ნახიდური, კუდრო, ქ. ბოლნისში მაშავერას, ათონის ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.