31 მაისი პოლიციის დღეა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 31 მაისს პოლიციის დღეს აღნიშნავს.

პოლიციის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა ვახტანგ გომელაურმა გახსნა.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა წარადგინა, რის შემდეგაც ვახტანგ გომელაურმა, ასევე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართეს და პოლიციელებს პროფესიული დღეს მიულოცეს.