31 მაისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, 31 მაისს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, ხიხანი, ყულარი, კირიხლო, ზემო ყულარი, ყულარი, ქვემო ყულარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, მეგობრობის, თოდრიას მოედანზე, მარის არხის, შარტავას, 14-ე, 15-ე მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დარბაზი, ძველი ქვეში, ჯავშანიანი, გეტა, კიანეთი, წიფორი და მიმდებარე სოფლებში.