5 მაისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

მათივე ცნობით,  5 მაისს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში ყარაჯალარი, კარათაკლია, ველი, გაჩიანი, აღთაკლია, ფოლადაანთკარი.
10:30-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთიადი, სამება, ტბეთი, დარაკოვი, წინწყარო, სანთა, თიაქ-ქილისა, წალკაში გ.ცაბაძის, მექანიკურის ქუჩებზე.

11:00-დან 17:00 საათამდე – სოფლებში აშკალა, ავრანლო, კიზილ-კილისა, არწივანი, საყდრიონი, ნარდევანი, კუში, ნარდევანი, ოზნი, რეხა, აიაზმა, გუმბათი, ბურნაშეთი.
12:45-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლულეთი, წვერი, დრე, ღვევი, პირველი შამთა, ვანათი, ზემო წყლულეთი, ორბეთი, ნახშირგორა, მანგლისი.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.