„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 მაისს 14:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში სადახლო, ზემო სარალი, ხულდარა, აზიზკენდი, ბურმა.
11:00-დან 17:00 საათამდე – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში კოდა, მუხათი, ღოუბანი, ვაშლოვანი, ბორბალო, ერტისი, მუხათი.
11:30-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროში აღმაშენებლის, ფარნავაზის, 9 აპრილის, სტალინის, კოსტავას, დემეტრე თავდადებულის, თამარ მეფის, რუსთაველის, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:30-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ირაგა, სამშვილდე, ჭივჭავი, ალექსეევკა, დაღეთი, აბელიანი, ჯვარა, აბრამეთი, ძვ.სამღერეთი, ახ.სამღერეთი.
11:15-დან 12:15 საათამდე – აბონენტებს სოფლებში აბელიანი, აბრამეთი, ხოპისი, ქსოვრეთი, ვაკე, გუდარეხი, ჯორჯიაშვილი, მადანი, თეთრიწყაროში თევდორე მღვდლის, აღმაშენებლის, ტაბიძის, სულხან საბას, ორბელიანის, ლომონოსოვის, კეცხოველის, აღმაშენებლის, გრიბოედოვის ქუჩებზე.
16:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებში ხაიში, მზიანეთი, კიზილ-აჯლო, მარაბდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.