GN Logistic-სა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სატრანსპორტო კომპანია GN Logistic-სა  და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის  ურთიერთთანამშროობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი თანამშრომლობა ისეთი ღონისძიებების დაგეგმვა- განხორციელებაში, რომლებიც მიმართულია შზსუ-ს სტუდენტების საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარებისკენ.

ასევე, მემორანდუმი ითვალისწინებს GN logistic- ის მიერ  შზსუ-ს სტუდენტების ჩართვა სტაჟირებებში, ტრენინგებისა და მასტერკლასების ორგანიზება საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებში/სფეროებში თანამშრომლობა.

ერთობლივი სემინარების, საგანმანათლებლო შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება.

ინფორმაციისთვის,  GN Logıstıc სატრანსპორტო კომპანია, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან გთავაზობთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე  საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო, როგორც ნაკრები ასევე მთლიანი ტვირთების, ტრანსპორტირებასა და საბაჟო მომსახურების სერვისს.