მედიკამენტის და კომპიუტერული ტექნიკის მალულად გადატანის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, შეეცადა სარეალიზაციოდ გადაეტანა  ჯამში 26 644 ლარის  ღირებულების მედიკამენტი და კომპიუტერული ტექნიკა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით,მიმდინარეობს რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.