რუსთავში, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში მდებარე სალოცავ ნიშასთან, ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლებმა ხალხური სიმღერები შეასრულეს.
ღონისძიება რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრისა და ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა.
ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით 2016 წლიდან აღინიშნება.









