ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განაცხადში ნათქვამია, რომ ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას და პირდება, რომ აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში მათი პარტნიორი იქნება.
„შეერთებული შტატები საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას განაგრძობს. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში“, – წერს საელჩო.