ბაღების გაერთიანებაში რეგისტრაციის მეორე, საყოველთაო ეტაპი 23 ივნისს დაიწყება.
მეორე ეტაპზე დარეგისტრირება შეუძლიათ ყველა ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებს.
ბაღებში ჩარიცხვის პირველი ეტაპი 10 ივნისს დასრულდა და პრიორიტეტით ჩასარიცხ ბავშვებს ეხებოდათ. ბაღების გაერთიანებაში რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად ვებ-გვერდზე www.kids.ge.