ბოლნისში ,,საბაობა 2022″ აღინიშნება

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში, ყოველწლიური ღონისძიება “საბაობა 2022″ იმართება. ღონისძიება 12:00 საათზე ლექციით დაიწყო, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობასა და საქართველოს ევროპული არჩევანის ისტორიულ კონტექსტებს ეხება. 

29 ივნისს სოფელ ტანძიაში ყოველწლიური ღონისძიება ,,საბაობა 2022” გაიმართება. მოგვიანებით, ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

სულხან საბას ძეგლის მიმდებარედ მუზეუმის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები  სულხან-საბა ორბელიანის განვლილ გზასა და ღვაწლს მიმოიხილავენ.