ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი შვედეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი დოხტურიშვილმა ქალაქ უფსალას გუბერნატორთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ რეგიონს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, რეგიონებს შორის დამეგობრობის საკითხები, და გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს.
ასევე, მზადყოფნა გამოითქვა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე.