თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაიცვალა.
ელოშვილი გარდაცვლილი საკუთარ სახლში ნახეს.
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის, ავთანდილ გალდავას განცხადებით, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი სუიციდის შედეგად არის გარდაცვლილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ელოშვილის სახლთან განუცხადა, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.
„დანაშაულის ნიშნები არ არის, სუიციდთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ავთანდილ გალდავამ.
გარდაცვლილის ცხედარი ცოტა ხნის წინ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს
გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.