“წითელი ჯვრის” ამცრელ პუნქტში დღიურად დაახლოებით 5 ადამიანი იცრება.
ამის შესახებ, TV4-თან ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაციის “წითელი ჯვრის”, ქვემო ქართლის წარმომადგენელი შორენა წიკლაური საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი შეფერხებულია და დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 5-ის ტოლია. იმუნიზაციის მსურველთა ძირითადი ნაწილი რუსთავის მცხოვრებია.
ქვემო ქართლის სოფლებში ასევე აქტიურად მუშაობენ “წითელი ჯვრის” მობილური ჯგუფებიც.
შორენა წიკლაური მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.