მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

15 ივნისს ქუთაისში +27 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, სადაც დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმა იქნება ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში წვიმა იქნება. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმაა ნავარაუდები ბორჯომშიც, სადაც დღისით +26, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორშიც ნალექიანი ამინდია, +28 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი.

გუდაურში იწვიმებს. დღისით +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +17, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +29 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +30 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდები. მოსალოდნელია წვიმა.