რუსთავის ბავშვთა სახლს ჩოხოსნები ესტუმრნენ

ბავშვთა  დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთავის ბავშვთა სახლს “თბილი სახლი”  საპატრიარქოს ჩოხოსნების, რუსთავის სადროშოს წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ჩოხოსნებმა, ახალგაზრდა ჩოხოსნებთან ერთად, ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს პირველი ივნისიდა ნინოობა მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.