რუსთავში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვა დაიწყო.
ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პირველ ეტაპზე, სახურავის პრობლემა, ძველი რუსთავის და ჭყონდიდელის დასახლების 90 მისამართზე აღმოიფხვრება.
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა ზაზაძის თქმით, ჭყონდიდელის დასახლებაში დაზიანებული სახურავის რეაბილიტაცია 151 ათასი ლარი ჯდება.
ცნობისთვის, 12 აპრილს უამინდობამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა რუსთავში. ჭყონდიდელის დასახლებაში ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები ახადა. ზოგიერთ ლოკაციაზე მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია მცენარეები. ქარმა სახურავი ახადა მუნიციპალიტეტის მერიის შენობასაც.