სოფელ გომარეთში, ტრადიციულ სახალხო-საეკლესიო დღესასწაული „გომარეთობა” გაიმართა

სოფელ გომარეთში, ტრადიციულ სახალხო-საეკლესიო დღესასწაული „გომარეთობა” გაიმართა. დღესასწაულს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი დაესწრო.

ღონისძიება 2007 წლიდან ყოველწელს სულთმოფენობის დღესასწაულზე აღინიშნება

,,გომარეთობას” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი- გოგი მეშველიანი, პარლამენტის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – სოზარ სუბარი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი – კობა მურადაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა სპორტულ-კულტურული აქტივობები გაიმართა, როგორებიცაა: დოღი, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, ლახტი, ეთნოგრაფიული გამოფენა და ადგილობრივი სამზარეულოს გამოფენა-დეგუსტაცია

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სპორტსმენები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.