ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გარდაბნის მერთან ერად პოლონეთში, ჩერვიონკა ლეშჩინის მერს შეხვდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩერვიონკა ლეშჩინის მერ ვესლავ იანიშევსკისა და მერის პირველ მოადგილე ანდჟეი რაუდნერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები და გარდაბნის მუნიციპალიტეტთან საერთშორისო თანამშრომლობის შეთანხმება განიხილეს.

გიორგი დოხტურიშვილთან ერთად პოლონეთში ვიზიტს ესწრებიან სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი და ქალაქ რუსთავის საკრებულოს წევრი.