ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოადგილეს თორნიკე გოგებაშვილს შეხვდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოადგილეს თორნიკე გოგებაშვილსა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრისას რეგიონში რაგბის განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებები განიხილეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა რაგბის კავშირის წევრებს მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა.