ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული მინისტრთან ერთად, სოფელ კუმისში სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა და ფერმა დაათვალიერა. კომპანიამ „ნიბა 2008“ მესაქონლეობის ფერმის მოსაწყობად 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
კომპანია 2016 წელს ამოქმედდა და შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს, სესხის 11%-ს სოფლის განვითარების სააგენტო ფარავს. მესაქონლეობის ფერმა ნედლეულით რძის გადამამუშავებელ ადგილობრივ საწარმოს ამარაგებს ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული მინისტრთან ერთად, ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში, ახალგაშენებულ ბაღში იმყოფებოდა კომპანიამ „აგრონატურალი“, 2018 წელს, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 4 ჰა-ზე ბლისა და 1 ჰა-ზე ვაშლის ბაღის გაშენებისა და ჭაბურღილის მოწყობისათვის თანადაფინანსება 57,000 ლარი მიიღო. კომპანია სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტითაც. სესხის 11% პროცენტს სოფლის განვითარების სააგენტო ფარავს.
შეხვედრებს, ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნიკა კობახიძე და ილია ჯალაღანია, გარდაბნის მუნიციპალიტრეტის მერი დავით კარგარეთელი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე, რუსთავის და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
,, ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბაღის გაშენებამ და მესაქონლეობის ფერმის ამოქმედებამ ხელი შეუწყო ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და მოსავლისგან მიღებული ნედლეულის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას” აცხადებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი.