„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი რუსთაველმა ლილე ხორიაშვილმა დაიკავა.
2022 წლის საკონკურსო თემა “მიწერე წერილი გავლენიან ადამიანს თუ რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით” იყო . კონკურსის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია.
„მსოფლიო საფოსტო კავშირის“წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წელს მეცხრედ გაიმართა.