დღეს რუსთავში, მშვიდობის მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბენდის საჯარო კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
კონცერტი, რომელიც შეერთებული შტატების მოახლოებული 246-ე დაბადების დღის აღსანიშნავად ტარდება, 18:00 საათზე დაიწყება და მაყურებლის წინაშე საზღვაო ქვეითთა ბენდი „Flagship” წარდგება.
ბენდმა კონცერტი უკვე გამართა თელავში. რუსთავის შემდეგ, ღონისძიება დაგეგმილია 1 ივლისს თბილისშიც, ოლიმპიურ პარკში, დასაწყისი 18:საათი.