სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრობის ცენტრის ორგანიზებით, რუსთავში, პატარებისთვის სხვადასხვა აქტივობები მოეწყო.
თეატრის უკან მდებარე სკვერში ბავშვებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ, ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ, გოგი და კახა ცაბაძის საბავშვო სიმღერების მიხედვით დადგმულ, მიუზიკლს ” პატარა ქალაქის მელოდიები”.
სკვერში მოეწყო სტუდია “არტ ლაიფ”-ის ნახატების გამოფენაც. ბავშვების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორებიც.