ბოლნისში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა, გუშინ ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად დაზიანებული ხის ტოტებისგან ტერიტორია გაწმინდა. ინფორმაციას გამწვანების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუშინ ქალაქ ბოლნისში, ძლიერმა ქარმა და წვიმამ ქალაქის ცენტრში მდებარე მრავალწლიანი ვერხვის ხის დიდი ნაწილი მოგლიჯა.