გერმანიის საელჩო საქართველოში, განცხადებას ავრცელებს

საქართველოდან გერმანიაში შესვლა, მხოლოდ, მინიმუმ ორი დოზით აცრილ პირებს შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას,  გერმანიის საელჩო საქართველოში, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

„გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა გვაცნობეს, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა, ამ ეტაპზე, კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ“ – წერია განცხადებაში