გიორგი დოხტურიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრ თეა ახვლედიანს შეხვდა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მინისტრმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესზე, მიღწეულ პროგრესსა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც 10-წლიანი (2021-2030) სტრატეგიული დოკუმენტის ფარგლებშია გაწერილი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონის მუნიციპალიტეტის მერები და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი გარდაბანში, მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.