კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია” ბოლნისში ელექტროენერგიის შეზღუდვასთან დაკავშირებით განხადებას ავრცელებს .
“გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ივნისს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში აღმაშენებლის, სულხან საბას, რაჭისუბნის, წმინდა ნინოს, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მარნეულში და გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი, თელეთი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური, სავანეთი, ხიდისყური, დაბა კაზრეთი, ბალახაური, სისკალა, ცურტავი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ფიროსმანის, მშენებელთა, დუმბაძის, ბოსტანქალაქის, მარის არხის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.” – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში